18:09 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 16:25:01, 1907 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ლევან იზორია: ნატო-საქართველოს ურთიერთობის დინამიკა ბოლო 6 თვის განმავლობაში უპრეცედენტოა

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ პეტრ პაველს შეხვდა, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.

ლევან იზორიას თქმით, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ალიანსის წევრი ქვეყანა და ასევე მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ვიზიტი გვაძლევს შესაძლებლობას, შევათანხმოთ ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობით მიღწეული შედეგები. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ნატოსა და საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი. სულ რაღაც მოკლე პერიოდში, ამ ცენტრმა თავისი აქტიურობით, განხორციელებული წვრთნების მასშტაბებით, დიდ წარმატებას მიაღწია. ნატო-ს სამხედრო კომიტეტს, ალიანსის წევრ თითოეულ ქვეყანას მინდა მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ისინი აქტიურად არიან ჩართული იმ რეფორმების პროცესში, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს. გავაღრმავებთ თანამშრომლობას ნატო-ს სამხედრო კომიტეტთან, რათა ქვეყანა იყოს უფრო თავდაცვისუნარიანი. ჩვენი რეფორმების მიზანია, გავხდეთ ნატო-სთან თავსებადი. თუ აკვირდებით ნატო-საქართველოს ურთიერთობის დინამიკას, ბოლო 6 თვის განმავლობაში, უპრეცედენტოა.სულ რაღაც 6 თვის წინ ვმასპინძლობდით ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს, 2016 წლის ნოემბერში  გვქონდა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები, სულ ახლახანს დაახლოებით ორი კვირის წინ ძალიან წარმატებული ვიზიტი გვქონდა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, დღეს კი დღეს კი ვმასპინძლობთ ნატო-ს სამხედრო კომიტეტს, მომავალში, აპრილის  დასაწყისში გვექნება ნატო-ს კვირეული, მაისის დასაწყისში კი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გაიმართება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

ცნობისთვის, ნატო-ს სამხედრო კომიტეტი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics