18:12 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 14:01:25, 2527 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
გიორგი კეპულაძე: როცა საქმე ფულს ეხება, აჟიოტაჟს და ემოციებს ნუ აყვებით

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" თავმჯდომარის გიორგი კეპულაძის განცხადებით, ლარის კურსის გამყარება იმპორტის შემცირებით და დოლარზე მოთხოვნის კლებით არის განპირობებული.

როგორც კეპულაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, მცურავი გაცვლითი კურსის არსებობისას წინასწარი პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია.

ექსპერტის შეფასებით, ლარის კურსის გამყარებაზე არა მხოლოდ ფუნდამენტური, არამედ აჟიოტაჟის ელემენტებიც მოქმედებს.

„ის, რომ იმპორტი შემცირდა, არის ლარის გამყარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. თუ შევადარებთ 2017 წლის იანვარს, წინა წლის დეკემბერთან, ანუ ერთ თვეში, იმპორტი 739 მილიონი დოლარიდან 473 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ძირითადი შემცირება მოდიოდა მსხვილ სასაქონლო ჯგუფებზე და საიმპორტო საქონელზე. მაგალითად: ნავთობზე, ავტომობილებზე, გაზზე და სამკურნალო საშუალებებზე. ამან, რა თქმა უნდა გამოიწვია ის, რომ ლარზე ზეწოლა შემცირდა, ამასთან შემცირდა მოთხოვნა დოლარზეც. წინა თვეში ქვეყნიდან 266 მილიონი აშშ დოლარით ნაკლები გავიდა. აღნიშნულმა განაპირობა ის, რომ ლარი შედარებით გამყარდა. ამ მომენტისთვის სახეზე გვაქვს არა მხოლოდ ფუნდამენტური ფაქტორებით გამყარებული ლარი, არამედ აჟიოტაჟის ელემენტების ჩართულობა, რაც როგორც გაუფასურების შემთხვევაში, ასევე გამყარების შემთხვევაშიც მუშაობს. ლარის გამყარებისთვის, ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ასევე, წარმატებული ზამთრის ტურისტული სეზონიც იყოს“, - განაცხადა კეპულაძემ.

კითხვაზე - რამდენად სწორად იქცევა მოსახლეობა დოლარში არსებული რეზერვების გადაცვლით, ლარის გამყარების ფონზე, ექსპერტმა აღნიშნა, რომ აჟიოტაჟმა და სპეკულაციამ ასეთ დროს, ადამიანი შეიძლება წაგებაშიც დატოვოს.

„თანამედროვე ეკონომიკის 80% არის მოლოდინები. ძალიან დიდი როლი აქვს ეკონომიკაში ზოგადად იმას, თუ როგორია ადამიანების მოლოდინი და განწყობა. შესაბამისად, იდეალური რჩევა ამ შემთხვევაში არ არსებობს. ადამიანები, იმის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას თუ რა ინფორმაცია აქვთ და რა მოლოდინიც მათ უჩნდებათ ამ ინფორმაციიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა ვისაც დოლარის რეზერვი აქვს შენახული, ისინი ცდილობენ რაც შეიძლება მაღალი კურსით გაცვალონ ვალუტა. მათ აქვთ მოლოდინი, რომ ლარი კიდევ უფრო გამყარდება. შესაბამისად, სანამ მათთვის კარგი კურსია, ისინი დოლარის დახურდავებას ცდილობენ. ზოგადად აჟიოტაჟმა და სპეკულაციამ ასეთ დროს, შესაძლებელია ადამიანი წაგებულიც დატოვოს, რადგან მცურავი კურსის განსაზღვრა საკმაოდ რთულია. ამიტომ, ჯობს ასეთ აჟიოტაჟს და ემოციებს, როცა საქმე ფულს ეხებ, ნუ აყვებიან. გამოთქმაც არსებობს - ფულს უყვარს სიმშვიდე და არ უყვარს ზედმეტი აჟიოტაჟი“, - აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics