|
2017-03-02 13:08:38, 1970 ნახვა
საზოგადოება
უზენაეს სასამართლოსთან „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილი. ისინი ტელეკომპანიის საქმეზე უზენაეს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან. აქციას ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრებიც შეუერთდნენ. როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, მათი პარტია ყოველთვის იქ იქნება, სადაც „რუსთავი 2“-ია. „ჩვენი პოლიტიკური გუნდი აქ იქნება, ამ ადამიანების გვერდით, რომლებიც შეიკრიბნენ „რუსთავი 2“-ის დასაცავად, დასამტკიცებლად იმისა, რომ რუსთავი 2 არ იქნას აღებული ხელისუფლების მიერ. თუ ეს მოხდება შეუქცევადი ზიანი მიადგება ჩვენი ქვეყნის იმიჯს, დემოკრატიას და შემდეგ ამის შეცვლა და აღმოფხვრა, ძალიან ძნელი იქნება. იმედი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება საღ აზრს არ დათმობს და ბოლო წამებში ამ დამღუპველ ნაბიჯზე არ წავა. რუსთავი 2 არის ფლაგმანი საქართველოში, როგორც ოპოზიციური, ისე ზოგადად თავისუფალი სიტყვის“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. სასამართლოს შენობასთან და მიმდებარე ქუჩებზე დიდი ოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლო დღეს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ისა და მისი მფლობელების, ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარს განიხილავს. ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებულ დავას უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)