|
2017-03-02 12:52:30, 2492 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 5.2%-ს შეადგენს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 5.2%-ს შეადგენს. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მთავრობამ 4-პუნქტიანი გეგმა ძალიან კარგი სტარტით დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური გუნდის მუშაობა დადებითად შეაფასა და ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. „იანვარის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 5.2% მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდ,ა ძალიან მისასალმებელი შედეგია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ პარამეტრის გაანალიზების დროს, ჩვენ ვნახუკლობთ არაერთ ძალიან მნიშვნელოვან მაჩვენებელს. მაგალითად, შემიძლია ვთქვა, რომ იანვარში ექსპორტი 44.7%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ყველა პარამეტრი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, დღგ-ს ბრუნვა მაგალითად თითქმის 33%-ით არის გაზრდილი, ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაც და ა.შ. ბევრი დადებითი პარამეტრია. ტურიზმი არის გაზრდილი 30%-ზე მეტად. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი დასაწყისი გვაქვს. ასევე მინდა ძალიან პოზიტიური შეფასება მივცე ეკონომიკური გუნდის მუშაობას სავალუტო ფონდთან. უმნიშვნელოვანესი მუშაობა დასრულდა და სავალუტო ფონდმა პრინციპში გახსნა ახალი პროგრამა საქართველოსთვის. ეს 3-წლიანი პრიოგრამა, ნიშნავს პირდაპირ დაფინანსებას ბიუჯეტში და მწვანე შუქის ანთებას ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისთვის საქართველოს მიმართ დაფინანსების გაგრძელების კუთხით“, - აღნიშნა პრემიერმა. მისივე თქმით, მთარობა ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით სწორ ნაბიჯებს დგამს. „ჩვენი ნაბიჯები გადადგმული ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით არის აბსოლუტურად სწორი, რაც ნიშნავს, რომ 4-პუნქტიანი პროგრამა ძალიან წარმატებულია. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სივრცითი განვითარების პროგრამა აუცილებლად წარმატებით განხორციელდება. ეს თავის მხრივ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დინამიკის სრულიად სხვა დონეს ნიშნავს. ნიშნავს უამრავ ახალ სამუშაო ადგილს, ნიშნავს ახალ ინვესტიციებს უკვე კერძო სექტორის მხრიდანაც. მინდა ყველას მოგილოცოთ მთავრობის ეს კარგი სტარტი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)