13:58 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 10:35:00, 1260 ნახვა

საზოგადოება
კახეთის გზატკეცილზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

კახეთის გზატკეცილზე, ორხევის ხიდიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით, საავტომობილო გზის (1,7 კმ.) სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მერი დავით ნარმანია სამგორის რაიონის გამგებელთან, გიორგი ბაგრატიონთან ერთად პირადად იმყოფებოდა ადგილზე, სადაც სამუშაოების მიმდინარეობას  გაეცნო. 

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთი, იყო დაზიანებები და აღნიშნულიდან გამომდინარე დაიგეგმა შესაბამისი სამუშაოები. დაახლოებით, ერთი კილომეტრი და 700 მეტრი გზა კეთდება აეროპორტიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით, რათა გადაადგილება იყოს უსაფრთხო და კომფორტული. ამდენად, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია,”- განაცხადა დავით ნარმანიამ.

გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, 20 000 მ2  ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. პროექტს მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია  „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
ფასების კომისიის მილიონერი თავმჯდომარე - რეგიონებში დისტრიბუციის ცენტრები უნდა შეიქმნას
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics