04:20 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 17:52:27, 1460 ნახვა

პოლიტიკა
„საქართველოსა და ბელარუსის თანამშრომლობა პოლიტიკური თუ ეკონომიკური ორიენტაციის მქონე ქვეყნების პარტნიორობის წარმატებული მაგალითია”

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბელარუსის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს.

ბელარუსის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებს შორის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოსდელეგაციის წევრები და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობის წევრებიც დაესწრნენ.

პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ბელარუსის თანამშრომლობა, სხვადასხვა პოლიტიკური, თუ ეკონომიკური ორიენტაციის მქონე ქვეყნების პარტნიორობის წარმატებული მაგალითია.

„საქართველო მტკიცედ მიიწევს წინ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით, ხოლო ბელორუსია ევრაზიული კავშირის წევრია.  ამავდროულად ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთის თავისუფალ არჩევანს და ამიტომაც ჩვენი სახელმწიფოების სწრაფვა განსხვავებული ალიანსებისადმი წარმოადგენს არა გამყოფხაზს, არამედ იმ უპირატესობას, რამაც კიდევ უფრო მეტად უნდა გააძლიეროს და გააღრმავოს ჩვენს შორის კავშირები. ვფიქრობ, პარტნიორობის ასეთი მაგალითი მისაბაძი უნდა გახდეს სხვა ქვეყნებისთვისაც", - განაცხადა საქართველოს პირველმა პირმა.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო-ბელარუსს შორის დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას განსაკუთრებული მნიშვნელობაენიჭება. 

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო-ბელარუსს შორის დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო, სავაჭრო და ენერგეტიკული კავშირების შემდგომი განვითარების მიზნით, საქართველოსათვის ერთერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს რეგიონული ცენტრის ჩამოყალიბება წარმოადგენს.

საუბარი ასევე შეეხო მიმდინარე წლის ნოემბერში ბრიუსელში დაგეგმილი ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივის სამიტის მნიშვნელობას.

აღინიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატის მოქნილობას, რომელიც შესაბამისობაში იქნება ყველა მონაწილე ქვეყნის მოთხოვნებთან, მოლოდინსა და ინტერესებთან.

მხარეებმა დაინტერესება გამოხატეს გააძლიერონ თანამშრომლობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში, საერთო ინტერესების საკითხებში არსებული შესაძლებლობებისა და რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით. 

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს ბელარუს კოლეგებს გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით. შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე ტურიზმის მიმართულებით გაუმჯობესებულ მაჩვენებლებსაც.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი.

დღესვე ხელი მოეწერა საქართველოსა და ბელარუსის მთავრობებს შორის შეთანხმებებს „საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობასშორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ" და „საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ".

შესაბამის დოკუმენტებს საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ, ხოლო ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდანსაგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ და ტრანსპორტის მინისტრმა ანატოლი სივაკმა მოაწერეს ხელი.

აღინიშნა, რომ ვიზიტის ფარლებში ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სახელმწიფოების თანამშრომლობას, ინვესტიციებისზრდასა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას.

საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics