|
2017-03-01 16:27:52, 1587 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა: ივანიშვილის დავალებით მიღებული კანონი, ნებისმიერ საძინებელში შეხედვის საშუალებას იძლევა
„ივანიშვილის და სუს-ის დავალებით მიღებული კანონი, ნებისმიერ საძინებელ ოთახში უკონტროლოდ შეხედვის საშუალებას იძლევა“,-ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც უგულავამ აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ მთავარი ამოცანაა ხელი შეუშალოს აღნიშნულ კანონპროექტს სარჩელით, საპროტესტო აქციებით თუ სხვა გზებით. ,,ივანიშვილის და სუს-ის დავალებით ,,ქართულმა ოცნებამ’’ მიიღო კანონი, რომელიც აბსოლუტურად უკონტროლოდ აძლევს საშუალებას შემოიხედოს ნებისმიერ საძინებელ ოთახში, ნებისმიერ სახლში, ხაკერულად შეამოწმოს და მოიპაროს ინფორმაცია ნებისმიერი კომპიუტერიდან. რაც მთავარია, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, რაც არ უნდა ცინიკურად ჟღერდეს, ეს შესაძლებლობები ყოველწლიურადათმაგდება. დღეს სუს-ს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ათას აბონენტს ერთბაშად მოუსმინოს. ამ კანონით დაემატა ის, რომ რეგიონული იქნება და მოსმენები გამგეობების დონეზეც დავა. პრაქტიკულად, მივიღეთ ორუელის ,,1984’’-ს, სადაც უფროსი ძმა ყველგან იხედება და ყველაფერს ამოწმებს. პარლამენტმა დღეს დაგვანახა, რომ ნოტარიალურ კანტორადაა გადაქცეული, ელემენტარულ წინადადებებს კი თუ დღეს არა, სამომავლოდ მაინც გამჭვირვალობას შეიტანდა ამ სისტემაში ესეთი ცვლილებებიც არ მიიღო. დღეს გავაფორმეთ პოლიციური სუს-ის სახელმწიფო, რომელსაც არავითარი ბალანსი აღარ ექნება. ჩვენი ამოცანაა, რომ ხელი შევუშალოთ ყველანაირად იქნება ეს სარჩელით საპროტესტო აქციებით თუ სხვა გზებით. მთავარია, რომ სრულად ოპოზიციური სპექტრი და არასამათავრობო ორგანიზაციები დარაზმულები ვართ ერთი იდეის გარშემო. თუ ჩვენ ეს გავატარეთ და უკანონობა მივიღეთ, მაშინ ამას ექნება თავისი ფასი და ამ ფასს გადაიხდის თითოეული ჩვენგანი. რაც მთავარია, უმრავლესობის გასაგონად მინდა ვთქვა, პირველ რიგში თქვენ მოგისმენენ და თქვენთან შემოიხედავს თქვენი უფროსი ძმა,’’-განაცხადა გიგი უგულავამ.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)