18:34 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 15:58:15, 2704 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
მარტინი: მთავრობის მიერ შემუშავებული 4-პუნქტიანი გეგმა ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკური ზრდის მიღწევაზე

საერთაშორისო  სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა მარტინის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა სათანადო ყურადღებას ამახვილებს მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევაზე.

მისი თქმით,  ამბიციური სტრუქტურული რეფორმები მოიცავს განათლების გაუმჯობესებას, საგზაო ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს, ქვეყნის მდებარეობის ეფექტური გამოყენების და საქართველოს სატრანზიტო და ტურისტულ ჰაბად გადაქცევის  მიზნით,  სახელმწიფო მართვის ღიაობის და ეფექტიანობის ამაღლებას და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, სადაც გაიზრდება კერძო სექტორის როლი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით.

როგორც სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობით ჩამოყალიბდება დეპოზიტების დაზღვევის სისტემა. „უნდა გადაიდგას ნაბიჯები ბანკის გაჯანსაღების ფორმალური ჩარჩოს და განსაკუთრებულ შემთხვევებში ბანკებისთვის ლიკვიდურობის მიწოდების მექანიზმის შესაქმნელად" - განაცხადა მან.

მარტინის თქმით, გეგმები, რომელიც მიზნად ისახავს  საბანკო რეგულირების და ზედამხედველობის შემდგომი გაძლიერებას, ფინანსური უსაფრთხოების ბადის და ბანკების გაჯანსაღების ფორმალური ჩარჩოს შექმნას, აამაღლებს საფინანსო სექტორის მდგრადობას შოკების მიმართ და უზრუნველყოფს მის მიერ მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას. ბანკების ზედამხედველობა კვლავაც გულმოდგინედ დააკვირდება სისტემურ და ლიკვიდურობის რისკებს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენიტენციური ამტკიცებს რომ დავით ფეიქრიშვილმა მინები ჩაამტვრია და თვითდაზიანება სცადა, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა
ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს
ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი - შვილები არ მომიკვდეს მე კამერაში. იცოდეთ შვილები არ მომიკვდეს
ადვოკატი - დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები აქვს, გოგამ თვითდაზიანება მიიყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics