18:13 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 15:28:45, 1829 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: დღეს სრულდება შრომატევადი, ხანგრძლივი პროცესი, რომელმაც ვიზალიბერალიზაცია უზრუნველყო

„დღეს სრულდება ძალიან შრომატევადი, ხანგრძლივი პროცესი, რომელმაც უზრუნველყო საქართველოს ვიზალიბერალიზაცია და რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს ძალიან მჭიდრო ურთიერთობას ევროკავშირთან“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბრიუსელში განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ევროპული ოჯახისკენ სვლას აგრძელებს.

„ეს პროცესი უკავშირდებოდა ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას ევროპულ სტრუქტურებთან, ასევე წევრ სახელმწიფოებთან და რეფორმებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს სვლას ევროპული ოჯახისკენ. საქართველო გახდება ევროპული სახელმწიფო და ეს გაუხსნის მას კარს ევროპულ ოჯახში. ეს დღეც აუცილებლად დადგება", - განაცხადა ბრუსელში მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს ევროპულ მომავალზე და აღნიშნა რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო იყოს სანდო პარტნიორი ევროკავშირისთვის, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის შემდგომ ინტეგრაციას ევროკავშირში და მის სრულფასოვან წევრობას. მისი განმარტებით, ამისათვის ჯერ კიდევ გასავლელია გზა და გასატარებელია რეფორმები, რაც მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქისთვის და უზრუნველყოფს კონკრეტულ სარგებელს მათთვის. „ეს პროცესი საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ევროპულ ოჯახამდე და ევროკავშირის წევრობამდე," - აღნიშნა ჯანელიძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში დღეს, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები.

საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა. განახლებული რეგულაცია რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში, ხოლო გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics