|
2017-03-01 12:27:19, 1372 ნახვა
საზოგადოება
დაკავებული დეკანოზის სანახავად ე.წ მატროსოვის ციხეში საპატრიარქოს წარმომადგენელი მივიდა
დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ე.წ მატროსოვის ციხეში საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი თევდორაშვილი მივიდა. როგორც თევდორაშვილმა აღნიშნა, ის მამა გიორგი მამალაძის მოსანახულებლად ქორეპისკოპოს თეოდორეს კურთხევით მივიდა. „მოვედი ქორეპისკოპოსის კურთხევით, რათა მოვინახულო ჩემი სულიერი ძმა, მამა გიორგი მამალაძე და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდე“, - განაცხადა მამა გიორგი თევდორაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრალდებულის დაკითხვა ჩაიშალა. ადვოკატებმა მიზეზად მისი შეუძლოდ ყოფნა დაასახელეს. პროკურატურა კი ადასტურებდა, რომ დეკანოზი ჯანმრთელია. შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)