|
2017-03-01 10:43:44, 1449 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან N87 მარშრუტზე „მანის“ ახალი ავტობუსები იმოძრავებს
დღეიდან „მანის“ მარკის ახალი ავტობუსები N87 წრიულ მარშრუტზე (ბარათაშვილი-საბურთალო-ვაკე-ბარათაშვილი) იმოძრავებს და ერთ წრეზე, 240-ის ნაცვლად, 425 მგზავრის გადაყვანას შეძლებს. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, გამოთავისუფლებული ყვითელი ავტობუსები სხვა მარშრუტებზე გადანაწილდებიან. მათივე ინფორმაციით, ახალი ავტობუსების პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსთან, მამუკა მუმლაძესთან და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ გენერალურ დირექტორთან, ნუგზარ ჭეიშვილთან ერთად დაესწრო. „თბილისის მერია აგრძელებს ავტობუსების პარკის ჩანაცვლების პროცესს, რომლის ფარგლებში თბილისის სხვადასხვა უბნის სამარშრუტო ხაზებზე, განსაკუთრებით შორ დისტანციებზე, ყვითელი „ბოგდანების“ თანამედროვე ლურჯი ავტობუსებით ჩანაცვლება მიმდინარეობს. ამჟამად, N1 ავტობაზაზე წარმოდგენილია „მანის“ ავტობუსების ახალი ნაკადი, რომელთა გაშვება მოხდება წრიულ სამარშრუტო ხაზზე. აღნიშნული ავტობუსები ბარათაშვილის ხიდიდან მოემსახურება ვაკის და საბურთალოს ტერიტორიებს“-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. ახალ ავტობუსებში, ძველ სალარო აპარატებთან ერთად, გადახდის ახალი სისტემა მოქმედებს. ახალი სალარო აპარატის მეშვეობით ბილეთის ბეჭდვა არ ხორციელდება, მგზავრობის საფასურის გადახდა კი „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერი ბარათის, „მეტრომანისა“ და სხვა შეღავათიანი სატარიფო ბარათებითაა შესაძლებელი. მგზავრობის საფასური სტანდარტული 50 თეთრი იქნება. ასევე, ძალაში რჩება მერიის მიერ მგზავრობისას დაწესებული შეღავათები. როგორც ცნობილია, დედაქალაქის მერიამ „მანის“ მარკის 143 ავტობუსი შეიძინა და მათი თბილისში მოწოდება მიმდინარე წლის მარტში დასრულდება. დღეისათვის ეკოლოგიური - CNG ძრავაზე მომუშავე, შშმ პირებზე ადაპტირებული და ევროსტანდარტების ახალი ლურჯი ავტობუსები N37, N51 და N61 მარშრუტებს ემსახურებიან. (NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)