|
2017-02-28 22:44:08, 1604 ნახვა
საზოგადოება
ოხანაშვილი მეუფე იაკობზე: მე მაინც პატივისცემით ვარ ამ ადამიანის მიმართ განწყობილი
მე მაინც პატივისცემით ვარ ამ ადამიანის მიმართ განწყობილი იმიტომ, რომ იქიდან გამოსვლის შემდეგ მე სხვანაირად ვხედავ ყველაფერს, სხვანაირად ვუყურებ. იმაზე ვერ ვისაუბრებ, რას შეიძლება, გამოეწვია ეს დაძაბულობა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი დაცვის ყოფილმა უფროსმა სოსო ოხანაშვილმა მეუფე იაკობზე საუბრისას, გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. მისი განცხადებით, მას მეუფე იაკობთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა, რიგმა ფაქტორებმა შემდგომ დაძაბულობა გამოიწვია. მისივე თქმით, ის მეუფე იაკობთან დაპირისპირების მიზეზებზე ვერ ისაუბრებს, რადგან მეუფე მისი შვილის ნათლიაა. სოსო ოხანაშვილმა უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსზეც ისაუბრა. მისი თქმით, ზურაბ ბუჩუკური უკვე დიდი ხანია, რაც საპატრიარქოშია. მისი თქმით, ახალი უფროსის არჩევა, პატრიარქის კურთხევით, ფარული კენჭისყრით მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)