13:59 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 18:42:37, 1381 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ ეროვნულ, ასაკობრივ ნაკრებებს და სუპერლიგას ფინანსურ მხარდაჭერას კვლავაც გაუწევს

სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზასა“ და კალათბურთის  ეროვნულ ფედერაციას შორის თანამშრომლობა გაგრძელდება.

ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია საქართველოს ეროვნულ, ასაკობრივ ნაკრებებს და სუპერლიგას ფინანსურ  მხარდაჭერას კვლავაც გაუწევს.

მხარდაჭერა ვრცელდება 3 ასაკობრივ-16, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებზე.

კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და „საქართველოს რკინიგზას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ფედერაციის მხრიდან პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ, ხოლო „საქართველოს რკინიგზიდან“ გენერალურმა დირექტორმა  მამუკა ბახტაძემ მოაწერეს ხელი.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, „საქართველოს რკინიგზა“ ქართული სპორტის გვერდში დგომის პოლიტიკას განაგრძობს და კალათბურთის ფედერაციას ნახევარი მილიონი ლარით დააფინანსებს:

„ჩვენ შარშანაც გვაკავშირებდა სასპონსორო პაკეტი.  წელსაც ვთვლით, დიდი პასუხისმგებლობა იქნება ჩვენთვის, რომ გრძელდება ეს ურთიერთობა.  ვაპირებთ, ნახევარი მილიონი ლარით დავაფინანსოთ საქართველოს კალათბურთის ფედერაცია. მოგეხსენებათ, კალათბურთელებმა ძალიან გაგვახარეს. ევროპის ჩემპიონატზე ყველა მათ  ვგულშემატკივროთ და დარწმუნებული ვარ, ეს ურთიერთობა ისეთივე ნაყოფიერი იქნება, როგორიც შარშან იყო“,-აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე „საქართველოს რკინიგზას“ თანადგომისთვის მადლობას უხდის:

„უკვე მეორე წელია, გრძელდება ხელშეკრულება  „საქართველოს რკინიგზასთან“, რკინიგზა აქტიურად არის ჩართული ქართული სპორტის  განვითარებაში. რაც შეეხება კალათბურთს, ჩვენ ნამდვილად მადლიერი ვართ იმის გამო,  რომ შარშან აქტიურად დაგვეხმარნენ, არა მარტო ფინანსურად, განვითარებაში, პრომოუშენში. საკმოდ რთული წელი გვქონდა შარშან, თუმცა  ნამდვილად  წარმატებული წელი იყო;  წელს უფრო რთული წელია  და დარწმუნებული ვარ, „საქართველოს რკინიგზასთან“  ერთად, გავახარებთ ქართველ გულშემატკივარს. ეს არ შემოიფარგლება ევროპის ჩემპიონატით. მოგეხსენებათ, წელს, პირველად ისტორიაში,  საქართველოს კალათბურთელთა ევროვნული ნაკრები მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ  ტურნირში და აუცილებლად წარმატებებს მიაღწევს“,-განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ გაბრიჩიძემ.

კალათბურთის ფედერაციისთვის და მთლიანად ქართული სპორტისთვის დახმარების გაწევის გამო, „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელობის მადლიერია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილიც:

„ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებენ. ბუნებრივია,  თითოეული ასეთი პროექტი, მემორანდუმი, ხელს უწყობს  სპორტის განვითარებას. მითუმეტეს, ძალიან კარგია, როცა ჩვენ ვხედავთ შედეგს. ჩვენი კალათბურთელები არიან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნაკრები სათამაშო სახეობაში. გვაქვს მოლოდინი, რომ ევროპის ჩემპიონატშიც გვასახელებენ  და ასევე გვახარეს ის, რომ ასაკობრივ ნაკრებშიც გვაქვს წარმატება.  მსგავსი შეთანხმებები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი კალათბურთის და სპორტის განვითარებას“,-განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
ფასების კომისიის მილიონერი თავმჯდომარე - რეგიონებში დისტრიბუციის ცენტრები უნდა შეიქმნას
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics