|
2017-02-28 12:49:33, 1335 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრში ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისათვის ახალი აპლიკაცია შეიქმნა
აპლიკაცია Geo-Jobs მისამართის შესახებ არსებული გეომონაცემების ელექტრონული რუკის სახით, დისტანციურად გამოყენების შესაძლებელობას იძლევა. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, მისი საშუალებით, მომხმარებლებს გეოგრაფიული ინფორმაციის გამოყენება და მასზე დაყრდნობით, კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტის ნახაზის შექმნის შეუძლიათ. მათივე ინფორმაციით, Geo-Jobs-ის ძირითადი მომხმარებლები ადგილობრივი მუნიციპალიტეტები არიან. ისინი აპლიკაციას გეოგრაფიული ობიექტის სახელდების დროს გამოიყენებენ, რაც საჯარო რეესტრის გეომონაცემებზე წვდომის, რუკაზე კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტის მონიშვნის, ინფორმაციის შექმნის, რედაქტირების, ქუჩის სახელდებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის დამისამართების ელექტრონულ პროგრამაში ასახვის საშუალებას იძლევა. აპლიკაციის შექმნამდე მინიციპალიტეტები სახელდებისთვის საჯარო რეესტრიდან მიღებულ ორთოფოტოებზე, რეგისტრირებული მონაცემების ქაღალდის ვერსიებზე მუშაობდნენ. ელექტრონული აპლიკაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამუშაოების ადმინისტრირებას, გაამარტივებს გეომონაცემებთან მუშაობას, გაზრდის საქმიანობის ეფექტიანობას და სიზუსტეს, დაზოგავს ადამიანურ რესურსს და დროს. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებას ადგილობრივი თვითმმართველობები ახორციელებენ. სახელდების პროცესში საჯარო რეესტრის გეოინფორმაციული სისტემები, ორთოფოტო მასალები, სამისამართო და რეგისტრირებული უძრავი ქონების შესახებ მონაცემები აქტიურად გამოიყენება. საქართველოს მთავრობის 2016 წელს N239 დადგენილების თანახმად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების პროცესის დროს მუნიციპალიტეტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის საჯარო რეესტრის მისამართების ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაცია სავალდებულოა. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო სამისამართო რეესტრს 2011 წლიდან აწაროებს. საწყის ეტაპზე, სააგენტოს ძირითად ფუნქციას გეოგრაფიული ობიექტების, მათი ნაწილებისა და კომპლექსების დამისამართება, ერთიანი სამისამართო რეესტრის შექმნა და მისი წარმოება წარმოადგენდა. საჯარო რეესტრის ფუნქციები ეტაპობრივად გაიზარდა და დღეს იგი გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. სამისამართო სისტემის შექმნის პროექტით, საქართველოს დასახლებულ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები აღარ იქნება. ყველა დაბისა თუ სოფლის სავალ ნაწილს საკუთარი სახელწოდება მიენიჭება, შენობები კი დაინომრება. ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე მონაცემები დატანილი იქნება ელექტრონულ რუკაზე, რომელიც თავის მხრივ, საქართველოში სანავიგაციო სისტემის ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს. დამისამართების სისტემის სრულყოფა აუმჯობესებს ისეთი მომსახურებების ეფექტურად მიწოდებას, როგორიცაა პიროვნების, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, ფოსტა, სახანძრო, სამართალდაცვითი ღონისძიებები, სასწრაფო დახმარება და სხვა. (NS)
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
სუს-ში მდინარაძის ყოფილი მოადგილე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უხელმძღვანელებს
10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)