|
2017-02-28 12:10:39, 1221 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ წელს პირველად ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო (BBA) პროგრამაზე სტუდენტებს მიიღებს
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ წელს პირველად აცხადებს მიღებას, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე. პროგრამის მიზანია, მოამზადოს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პროფესიონალი და კონკურენტუნარიანი სპეციალისტები ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბით. სტუდენტები, დაუფლებიან დარგის ფართო ცოდნას და ისეთ მნიშვნელოვან უნარებს, როგორიცაა: მიზნის ჩამოყალიბება და გადაწყვეტილებების მიღება, სტრატეგიული ხედვა, გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა, ლოგიკური აზროვნება, ეთიკის, სოციალური პასუხისმგებლობისა და სამართლებრივი ნორმების დაცვა. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის (BBA) კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დაიკავონ კერძო და საჯარო სექტორში ქვედა და საშუალო დონის მენეჯერული პოზიციები: მარკეტინგის, მენეჯმენტის და ფინანსების მიმართულებით. ასევე ჩაერთონ სამეწარმეო საქმიანობაში და თავად უხელმძღვანელონ სხვადასხვა ინდუსტრიაში მიკრო და მცირე ბიზნესს. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე (BBA) წელს 60 სტუდენტს მიიღებს. აღნიშნული პროგრამა 4 წლიანია და სტუდენტებს არაერთ უპირატესობას სთავაზობს, მათ შორის, მნიშვნელოვანია სწავლის დაფინანსების სქემა. მიღებული სტუდენტების 10%-ი მიიღებს 100%-იან დაფინანსებას, რაც ნიშნავს, იმას, რომ სრულიად უფასოდ ისწავლის. სტუდენტთა, 20%-ი მიიღებს 50%-იან დაფინანსებას, გადაიხდის სწავლის საფასურის ნახევარს. ყველა სტუდენტი კი ისარგებლებს სწავლის საფასურის გადახდის მოქნილი და მათზე მორგებული გრაფიკით. დაფინანსება განისაზღვრება რეიტინგით. რეიტინგი თავდაპირველად ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე დგინდება, ხოლო შემდგომში ყოველი სემესტრის ბოლოს სტუდენტთა აკადემიური მოსწრების (ნიშნების) საფუძველზე. აბიტურიენტებისთვის სწავლა განაგრძოს „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე (BBA) ნიშნავს მიიღოს: ხარისხიანი განათლება, სწავლის დაფინანსების რეალური შესაძლებლობები და პრაქტიკული გამოცდილება. სწავლის პროცესი, ყველა სტუდენტისადმი ინდივიდუალური მიდგომა, უნიკალური პრაქტიკული გამოცდილება და თანამედროვე თეორიული ცოდნა, საუკეთესო ლექტორებისა და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე მენტორების ნაკრები, განაპირობებს, კურსადამთავრებულებისთვის წარმატებით დასაქმების ფაქტორს. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამასთან (BBA) დაკავშირებით ეწვიეთ: www.bog.edu.ge
(NS)
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
სუს-ში მდინარაძის ყოფილი მოადგილე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უხელმძღვანელებს
10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)