|
2017-02-28 11:41:53, 1440 ნახვა
საზოგადოება
ქართულმა კომპანიებმა დუბაიში, აგროგამოფენაზე ,,გალფუდი 2017“ საკუთარი პროდუქცია წარადგინეს
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დუბაიში აგროგამოფენის „გალფუდი 2017“ გახსნას დაესწრო, სადაც სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილმა საწარმოებმა ქართული აგროსასურსათო პროდუქცია წელს პირველად წარადგინეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს, გამოფენის გახსნას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდნენ. უწყების ინფორმაციით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, ასევე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი (USAID/REAP) მხარდაჭერით, საქართველოს სტენდზე ცამეტმა ქართულმა კომპანიამ („ქართული დაფნა“, „საირმე“, „ნატექსი/ნატსჯი“, „მარტვილის წყლები“, „კედა“, „გემუანი“, „აგროლეინი“, „ქარელი აგრო“, „GPR-ჯიპიარი“, ,,კულა“, ,,ფარკონი“, „ბლუბერი“,„საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია“) საკუთარი პროდუქცია - თხილი, უალკოჰოლო სასმელები, ცხვარი, მოცვი, დაფნა, წვენი, ტყლაპი, ტყემალი, ჯემი, მშრალი ხილი, სუნელი და საწებელი წარადგინა. საქართველოს სტენდზე ასევე წარმოდგენილი იყო საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Channel Georgia FZC, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებშია დაფუძნებული და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბიზნესჯგუფების კონსულტირება და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენეგეტიკის, სამშენებლო ინდუსტრიისა და სხვა მიმართულებებით. არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს არაბთა გაერთიანებული საემიროების ოფიციალურ პირებთან. ქართულ სტენდი დუბაის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მისმა უმაღლესობამ, აბდულაჰმა მოინახულა. დუბაის სავაჭრო პალატის ორგანიზებით გაიმართა საინვესტიციო ფორუმი, სადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრები გამართეს და საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. გამოფენა „Gulfood“ საერთაშორისო ვაჭრობისა და კომერციის უდიდეს ცენტრს წარმოადგენს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სურსათის, კვებისა და სასმელების წარმოების პროფესიონალები იკრიბებიან. ცნობისთვის, გამოფენში, ყოველწლიურად 150-ზე მეტი ქვეყნის (მათ შორის, ესპანეთი, ავსტრია, გერმანია, უკრაინა, რუსეთი, საბერძნეთი, ინდოეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, ტაილანდი, თურქეთი, იაპონია, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ბელგია და ა.შ) 5000-მდე ლოკალური, რეგიონული და საერთაშორისო მწარმოებელი მონაწილეობს. გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად 77 000-ზე მეტია. 2017 წელს, 26 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, გამოფენას დუბაის მსოფლიო ვაჭრობის ცენტრი (Dubai World Trade Centre (DWTC) მასპინძლობს. B2B (business-to-business) ფორმატის გამოფენა წელს უკვე ოცდამეორედ ტარდება. (NS)
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
სუს-ში მდინარაძის ყოფილი მოადგილე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უხელმძღვანელებს
10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)