12:28 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-27 23:07:11, 1367 ნახვა

საზოგადოება
შს სამინისტრო კვების პროდუქტების შესყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვების პროდუქტების შესყიდვასთან დაკავშირებით, მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყება აღნიშნავს, შს სამინისტრო სხვადასხვა დანაყოფისთვის კვების პროდუქტების, მათ შორის, შოკოლადის ნაწარმის შესყიდვას 2005 წლიდან ახორციელებს. მიმდინარე წლიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის N642-ე ბრძანების საფუძველზე, საკვები პროდუქტების შესყიდვა ხდება ერთობლივი ელექტრონული ტენდერის საშუალებით, რომელიც არის საჯარო და გამჭვირვალე.

"ვეხმაურებით მასმედიის საშუალებების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებისთვის საჭირო კვების პროდუქტების შესყიდვისათვის გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

გვსურს, განვმარტოთ, რომ შს სამინისტრო კვების პროდუქტებით უზრუნველყოფას ახორციელებს მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული კონტიგენტისთვის. მისი საერთო რაოდენობა, დღეში, დაახლოებით, 5 ათას პირს შეადგენს.

შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის, კერძოდ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, ლოჯისტიკის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის საჯარისო დანაყოფებისა და ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებისთვის, შესაბამისი ბრძანებების საფუძველზე, საერთო საჯარისო სასურსათო იჯრით გათვალისწინებულ სხვა საკვებ პროდუქტებთან ერთად, შოკოლადის დღიური ნორმა ერთ მოსამსახურეზე განსაზღვრულია 50-60 გრამით, ხოლო მშრალ სასურსათო ულუფაში - 100-120 გრამით. ყოველდღიურად, შსს-ს ზემოაღნიშნულ დანაყოფებში გაიცემა, დაახლოებით, 300კგ შოკოლადის ნაწარმი.

საქართველოს შს სამინისტრო სხვადასხვა დანაყოფისთვის კვების პროდუქტების, მათ შორის, შოკოლადის ნაწარმის შესყიდვას 2005 წლიდან ახორციელებს. მიმდინარე წლიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის N642-ე ბრძანების საფუძველზე, საკვები პროდუქტების შესყიდვა ხდება ერთობლივი ელექტრონული ტენდერის საშუალებით, რომელიც არის საჯარო და გამჭვირვალე.

მიგვაჩნია, რომ ჩვენი ჯარისკაცების, მესაზღვრეებისა და მეხანძრე-მაშველებისთვის დღიურ ნორმად განსაზღვრულ შოკოლადზე აჟიოტაჟის ატეხვა სრულიად მიუღებელია და ემსახურება, როგორც მათ დემოტივაციას, ასევე, შსს-ს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
სუს-ში მდინარაძის ყოფილი მოადგილე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უხელმძღვანელებს
10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics