|
2017-02-27 19:00:38, 1981 ნახვა
საზოგადოება
ყვითელი ბარათი ხელისუფლებას - მეტრო რუსთაველთან ვეტერანების საპროტესტო აქცია გაიმართა
მეტრო რუსთაველის ძეგლის წინ ვეტერანების გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართა. მათი მთავარი მოთხოვნა, სახელმწიფოს მხრიდან, ვეტერანების დაფასება და ომის მონაწილეთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაა. აქციას სტუდენტები, 9 აპრილის მონაწილეები და საზოგადოების სხვა და სხვა წარმომადგენლები შეუერთდნენ. „მებრძოლ პატრიოტთა კავშირის" თავმჯდომარის ემზარ ქვარიანის განცხადებით, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახური უუნაროა, რადგან მას დღეს არაფორმალურად, ყოფილი ხელმძღვანელი, მოქმედი დეპუტატი კობა კობალაძე მართავს. „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან მიმართებაში მე პირადად მოვითხოვ, გონს მოეგონ და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ არაფორმალური მმართველობა დამთავრდეს. ამას პირველ რიგში ხელისუფლებას მივმართავ და ყვითელი ბარათიც დღეს ვუჩვენე ხელისუფლებას. თუ ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურში არ დამთავრდება არაფორმალური მმართველობა, პირადად მე, ემზარ ქვარიანი, პირობას ვდებ, რომ სხვადასხვა საპროტესტო აქციებსა და ღონისძიებებს მივმართავ იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს ყველაფერი. დღეს წარმოდგენილი ვეტერანთა სამსახური უუნაროა, რადგან არ არიან დამოუკიდებლები. ვაფრთხილებ მათ, გონს მოეგონ. იფიქრონ ვეტერანებზე და გულგრილ მიდგომას დაანებონ თავი. ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის არაფორმალურ მმართველად მე ვასახელებ კობა კობალაძეს, რომელსაც ვაფრთხილებ, ხელი აიღოს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურზე და მის არაფორმალურ მმართველობას თავი დაანებოს“,-აღნიშნავს ემზარ ქვარიანი „ექსპრესნიუსთან“ საუბარში. ომის მონაწილე ჯუმბერ ალანიძის თქმით, ხელისუფლებამ ვეტერანი ხალხისკენ უნდა გაიხედოს და დააფასოს ისე, როგორც ამას ევროპის ბევრ ქვეყანაში აკეთებენ: „ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ გაიხედოს ვეტერანი ხალხისკენ, ძალიან ბევრი ცუდ მდგომარეობაშია, კომპენსაციები არ ურიგდება ვეტერანებს, 22 ლარიანზეც კიდევ შეფერხებებია, უბინაოდაა ბევრი. როცა დაჭირდა ჩვენს ქვეყანას, ვეტერანი ხალხი წავიდა გულმკერდით გადაეფარა. არ გვაქვს უფლება, დავივიწყოთ ვეტერანი. ჩვენ თუ არა დავაფასებთ ვეტერანებს, ვერც ერთ ომს მოვიგებთ. ევროპაში ძალიან დიდ ყურადღებაშია ვეტერანი ხალხი, თუ ევროპისკენ მივდივართ, რაღაც ხომ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ვეტერანების მიმართ“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ავღანეთის, აფხაზეთის, სამაჩაბლოს ომის მონაწილე ჯუმბერ ალანიძემ. ამასთან, 9 აპრილის მონაწილის, ბესო მიქავას განცხადებით, მათ არათუ რაიმე შეღავათი, სტატუსიც კი არ აქვთ: „დღეს შეკრებილი არიან ისინი, ვინც საქართველოსთვის იბრძოდნენ და ასევე ისინი, ვინც 1989 წლის 9 აპრილიდან იბრძოდა.9 აპრილის მონაწილეებს დღეს არანაირი არათუ შეღავათი, დღეს სტატუსიც გაუქმებული აქვს. ვინ მიხედავს მეომარს, როდესაც ქვეყნის კონსტიტუცია იწყება 9 აპრილით და 9 აპრილის მონაწილეს სტატუსი არ აქვს. რა უნდოდა ამ კაცს 9 აპრილს, რისთვის იდგა, პონჩიკი უნდოდა? არ აქვს სტატუსი. აზერბაიჯანში როცა მოხდა 20 იანვარს დარბევა, მათ აქვთ განსაზღვრული სტატუსი, რომ ეს ხალხი იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ კი არ ვართ დაზარალებულები, ჩვენ ვართ 9 აპრილის მეომრები. ყველაზე დიდი ომი უიარაღო ომია. თუ მაინც ავტომატი უნდათ, გვჭერია ავტომატიც ხელში და გვიომია. ამათ არ სურთ, რომ ქვეყანაში იყოს პატრიოტული ძალები. მას სჭირდება მასა, რომელსაც გარეკავს მარცხნივ, მარჯვნივ. სირცხვილია, როცა 9 აპრილის მონაწილეს აქვს პენსია 22 ლარი. იმასაც არ აძლევენ. თუ ის ადამიანი წავა და სადმე იმუშავებს, ის ეხსნება. იმ წუთას ხდება 9 აპრილის არამონაწილე“,-ამბობს ბესო მიქავა „ექსპრესნიუსთან“. წმინდა ილია მართლის საზოგადოების წევრი, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი, 9 აპრილის მონაწილე ეთერ მგალობლიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ არა 26 მაისი, არამედ 9 აპრილი უნდა მიიჩნეოდეს: „9 აპრილს გამოცხადდა დამოუკიდებლობა, ხალხის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ და უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა, სწორედ იმათი სულების პატივსაცემად, ვინც 9 აპრილს რუსთაველის პროსპექტზე დაიღუპნენ უცხო ჯარების თავდასხმის შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნავენ საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავს და აღნიშნეს კიდეც, მაინც 9 აპრილს კი არ მიიჩნევენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ, არამედ 26 მაისს. თუ 26 მაისს ჩავთვლით საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ, მაშინ 25 წლისთავი კი არ გამოდის, გამოდის 70 წლისთავი და მეტი. ამდენად მათ სურთ, არა მხოლოდ დღევანდელ ხელისუფლებას, რომ უახლესი ისტორია გააყალბონ“,-განაცხადა ეთერ მგალობლიშვილი.
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
სუს-ში მდინარაძის ყოფილი მოადგილე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უხელმძღვანელებს
10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)