11:05 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-27 12:47:33, 1251 ნახვა

საზოგადოება
27-28 თებერვალს და 1 მარტს სამგზავრო მატარებლები შეცვლილი განრიგით იმოძრავებენ

ხაშური-გომის სარკინიგზო მონაკვეთის გადამკვეთ საავტომობილო მაგისტრალზე, ლითონის ხიდის მშენებლობის სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით მატარებლების მოძრაობის განრიგი შეიცვალა.

ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაშია აღნიშნული:

„პატივცემულო  მგზავრებო!

ხაშური-გომის სარკინიგზო მონაკვეთის გადამკვეთ საავტომობილო მაგისტრალზე, ლითონის ხიდის მშენებლობის სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით,  2017 წლის  27-28 თებერვალს 11:30 საათიდან  19:30 საათამდე  და 1 მარტს  12:00 საათიდან 16:00 საათამდე მსვლელობიდან მოიხსნა და შეეცვალა მოძრაობის განრიგი შემდეგ მატარებლებს:

27 თებერვალს  თბილისიდან და ოზურგეთი-ქუთაისიდან მსვლელობიდან მოიხსნა მატარებელი № 12/11 და №18/17 თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი;  არ იმოძრავებენ სამგზავრო მატარებლები №873  ფოთი-თბილისი და ქუთაისიდან და თბილისიდან  მატარებლები №677/678 ქუთაისი-თბილისი.

მატარებელი №686 თბილისი-ბორჯომი გაჩერდება სადგ. გომში და ფანჯრის გახსნის შემდეგ გააგრძელებს მოძრაობას. (გომში დგომის ხანგრძლივობა 55 წთ.). სამგზავრო  მატარებელი №804 თბილისი-ბათუმი  თბილისიდან გავა 18-15 (ნაცვლად 17-35). მატარებელი №874 თბილისი-ფოთი  თბილისიდან გავა 18-30 (ნაცვლად 17-50).  იმავე დღეს, საგარეუბნო მატარებელი № 606 თბილისი-ნიქოზი თბილისიდან გავა 18-37 (ნაცვლად 18-25) .

28 თებერვალს და 1 მარტს  სამგზავრო მატარებელი №11,17 ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისი, გაჩერდება სადგ. ხაშურში და ფანჯრის გახსნის შემდეგ გააგრძელებს მოძრაობას (ხაშურში დგომის ხანგრძლივობა 35 წთ.).

სს „საქართველოს  რკინიგზა’’ ბოდიშს გიხდით  მგზავრებს  შექმნილი  დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დღეიდან, უცხოელებს გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა სრულიად ეკრძალებათ
დღეიდან საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics