17:31 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-27 12:20:04, 2712 ნახვა

ეკონომიკა
თუშეთში ზამთრის ტურიზმის სამთო ინფრასტრუქტურის დაგეგმვის მიზნით სპეციალისტების ჯგუფი მუშაობს

თუშეთში ზამთრის პერიოდის საექსპედიციო კვლევები და საველე სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც სამთო ექსპერტებისგან  დაკომპლექტებული და სპეციალური თოვლმავალი ტექნიკით  აღჭურვილი ჯგუფი ახორციელებს. 

როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ჯგუფის შემადგენლობაში არიან ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის,   ააიპ „თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის“,   ,,სტუდია 21“-ის, მათი პარტნიორი ,,გეოგრაფიკის“ წარმომადგენლები, ასევე სამთო-სათხილამურო კურორტებისა და ტრასების  დაგეგმარების  სპეციალისტ-ექსპერტები.   

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში თუშეთის ტერიტორიაზე ექსპედიცია განახორციელებს  ზამთრის პერიოდის საექსპედიციო კვლევების ჩატარებას, რომელიც  თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე და ამ ტერიტორიის მიწათსარგებლობის არსებული რეგლამენტის ადეკვატური, ზამთრის ტურიზმის შესაძლებლობების გამოვლენასა და შესაბამისი სამთო ინფრასტრუქტურის დაგეგმვას გულისხმობს.

სპეციალისტები 1 კვირის განმავლობაში ჩაატარებენ საველე სამუშაოებს თუშეთის ტერიტორიაზე. საბაზო წერტილად გამოყენებული იქნება სოფელი ომალო. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ  ახმეტის მუნიციპალიტეტის და თუშეთის დასახლებების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის  შემუშავების მიზნით, საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე კონკურსი 2016 წელს გამოაცხადა.  

კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა  შპს ,,სტუდია 21,“ რომელიც ახორციელებს კვლევას ახმეტის მუნიციპალიტეტის და თუშეთის დასახლებების (ომალო, დართლო,  ფარსმა, გირევი, დოჭუ, ჯვარბოსელი, შენაქო, დიკლო, ინდურთა, ეთელთა, ზემო ალვანი და ქვემო ალვანი)  სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის  შესამუშავებლად.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
კალასი: ევროკავშირმა შესაძლოა კვლავ წამოჭრას „ოცნებისა“ და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების საკითხი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics