|
2017-02-27 10:57:47, 1923 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი, ავრამოპულოსი და ჰერმანი, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, განცხადებებს გააკეთებენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროკომისარი მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით,მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ღონისძიება სასტუმრო „ბილტმორში“ 13:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭო საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე 27 თებერვალს იმსჯელებს. ”ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი მისცეს შეჩერების მექანიზმს და საქართველოს ვიზალიბერალიზაციას. ევროკავშირის მინისტრები ამას 27 თებერვალს დაამტკიცებენ”, - წერს „რადიო თავისუფლების" ბრიუსელის კორესპონდენტი რიკარდ იოზვაკი Twitter-ის საკუთარ გვერდზე. ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას 2 თებერვალს, პლენარულ სხდომაზე დაუჭირა მხარი. 553 ევროპარლამენტარი უვიზო მიმოსვლის დაწესების მომხრე იყო, ხოლო 66 წინააღმდეგი.
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)