16:23 - 25 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-27 10:47:14, 2455 ნახვა

ეკონომიკა
ტექნოპარკს საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი პასკალ მენიე ეწვია

 ტექნოპარკში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების სააგენტოს,  საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი პასკალ მენიე ეწვია. 

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, სტუმარმა ტექნოპარკის სივრცე დაათვალიერა და   სააგენტოს პროექტებსა და პროგრამებს გაეცნო.  

მათივე ინფორმაციით,  ელჩსა და სააგენტოს წარმომადგენლებს შორის  ორმხრივი შეხვედრა შედგა, სადაც ქვეყნებს შორის ინოვაციების და სტარტაპების მიმართულებით, თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.  

ელჩი ასევე,  შეხვდა სტარტაპებს და მათ საფრანგეთის მიერ შეთავაზებული პროგრამების შესაძლებლობები გააცნო. 

შეხვედრაზე  სტარტაპებს  ინფორმაცია მიაწოდეს   საფრანგეთში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ჰაკათონის  შესახებ, რომელშიც ექსკლუზიური მონაწილეობის შესაძლებლობა ,,სტარტაპ საქართველოს" მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეის ერთ-ერთ გამარჯვებულ სტარტაპს - Vrex-ს მისცეს.

 VRex საშუალებას აძლევს ტურისტებს სასურველი ტურის დაგეგმვამდე ვირტუალური რეალობის მოწყობილობების საშუალებით მოინახულოს ღირშესანიშნაობა და თანხის გადახდამდე იქონიოს წარმოდგენა სხვადასხვა შეთავაზებაზე.

ღონისძიება 2017 წლის 16 მარტს პარიზში, პარიზის მერისა და Paris & Co-ს ორგანიზებით იმართება.
 ჰაკათონის ფარგლებში, პარიზის მერიის დარბაზები ერთი დღის მანძილზე სტარტაპებს, დიდ კომპანიებსა და სპორტსმენებს, ისევე როგორც სხვადასხვა დიდ სპორტულ ფედერაციებსა და საერთაშორისო ექსპერტებს უმასპინძლებს.

მთელი დღის მანძილზე, საერთაშორისო ინვესტორების თვალწინ, ერთმანეთის მიყოლებით ჩატარდება pitch-ისა და reverse pitch-ის სეანსები, speed dating სტარტაპებსა და მთელი მსოფლიოს დიდ კომპანიებს შორის (star-up/meet-up), იქნება სადემონსტრაციო სივრცეები (demospace) სადაც სტარტაპებს მიეცემათ შესაძლებლობა წარმოაჩინონ მათი გამოგონებები, ჩატარდება კონფერენციები და ადგილზე მოეწყობა სტარტაპების სხვადასხვა ატელიეები, პარიზი 2024-ის (ოლიმპიური თამაშების) კანდიდატურისთვის.

ჰაკათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ ვისაც სურთ ერთი დღის გატარება ინოვატორებისა და გამომგონებლების გარემოში, ფრანგი კოლეგებისა და შესაძლო ახალი ბიზნეს თანამშრომლების გაცნობა.

ჰაკათონი სცდება სპორტული ღონისძიების ჩარჩოებს.

 სტარტაპებმა, ისევე როგორც დიდმა კომპანიებმა, უნდა გაითავისონ ოლიმპიადაზე პარიზის კანდიდატურის მნიშვნელოვანი მიმართულებები, რაც სპორტის გარდა, რა თქმა უნდა გულისხმობს გარემოს, ტრანსპორტს, ლოჯისტიკას, ურბანიზმს, მშენებლობას, ტურიზმს, კვებას, ხალხის ნაკადების მართვას და ა.შ.

რეგისტრაციისთვის, ეწვიეთ მისამართს: http://www.hackinghoteldeville.paris
ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ: hacking@parisandco.com

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება
კაიმანის კუნძულებზე არსებული კომპანიიდან "თანაინვესტირების ფონდის" აქტივები ეკატერინე ხვედელიძის სახელზე გადაფორმდა
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
სომხური Ardshinbank-ის მფლობელი Arins Group-ი TeraBank-ს ყიდულობს - შეთანხმება გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics