2017-02-27 10:14:42, 1239 ნახვა
საზოგადოება
ხვალიდან საქართველოს მასშტაბით თბილი და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი
საქართველოს მასშტაბით დღეს არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქ თბილისში +1 გრადუსი იქნება და იწვიმებს, 28 თებერვალს გამოიდარებს და +17 გრადუსი იქნება, 1 მარტს ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ხოლო 2 მარტს +13 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ.
დასავალეთ საქართველოში 2 მარტის ჩათვლით უნალექო და თბილი ამინდებია ნავარაუდევი, ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება.
მაღალმთიან ადგილებში შედარებით დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან