11:06 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-26 14:42:48, 1368 ნახვა

საზოგადოება
კაკლიანის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ  სამგორის რაიონის გამგებელთან გიორგი ბაგრატიონთან ერთად, კაკლიანის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და დავალებები გასცა. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მიხეილ გახოკიძის ქუჩიდან დევნილთა დასახლებამდე ასფალტის საფარი დაიგება  და ახალი ბორდიურები მოეწყობა. გზა ორ ფენად კი   5000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დაიგება. 

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნულ ქუჩაზე მთლიანად წესრიგდება ყველა სახის კომუნიკაცია.

„საბჭოთა პერიოდის შემდეგ  ამ უბანს  არ ჰქონდა გზა,  დაზიანებული იყო მიწისქვეშა კომუნიკაციები. სწორედ ამიტომ ჩვენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ერთად , მოვაწესრიგეთ მიწისქვეშა  კომუნიკაცია, რომლის შემდეგაც რაიონული გამგეობა გზის საფარს აწესრიგებს . ჯამში 1,5 კილომეტრზე მეტი გზა იგება და ამ ქუჩაზე მთლიანად წესრიგდება ყველა სახის კომუნიკაცია, რათა დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდეს დაგებული გზა და მოსახლეობას  მაქსიმალური კომფორტი ჰქონდეს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სანიაღვრე ქსელის მოწყობა.

„აღნიშნულ მისამართზე ასევე მიმდინარეობს სანიაღვრე ქსელის მოწყობა . როგორც საგზაო, ასევე სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები წლის ბოლომდე ძალიან ბევრ მისამართზე ჩატარდება. კაკლიანის დასახლებაში ასევე შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია",- განაცხადა სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა. 

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ აღდგენილი, ამორტიზირებული წყალსადენის,  მაგისტრალური ქსელის შეცვლის შემდეგ დაიწყო. ღონისძიებას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერაციული მართვის დირექტორი მამუკა კიკალიშვილიც ესწრებოდა. 

პროექტის  საერთო ღირებულება 310 357 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და გაზაფხულისთვის დასრულდება. 

(NS) 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დღეიდან, უცხოელებს გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა სრულიად ეკრძალებათ
დღეიდან საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics