|
2017-02-26 13:07:45, 1831 ნახვა
საზოგადოება
თბილისში აქცია-მსვლელობა “სამართალი ხოჯალოს“ ჩატარდა
არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორცალი ირელი საზოგადოებრივი კავშირის“ ინიციატივით, თბილისში ჩატარდა აქცია „სამართალი ხოჯალოს“, რომელიც მეტრო რუსთაველთან ბუკლეტების დარიგებით დაიწყო. მასში 1992 წლის 26 თებერვლის ხოჯალოს გენოციდზე იყო ინფორმაციები. აქცია გაგრძელდა მსვლელობით და თბილისის პარლამენტის შენობის წინ დასრულდა. „ჩვენი აქციის მიზანია დავგმოთ ზოგადად გენოციდი, მათ შორის ხოჯალოს გენოციდი და სოლიდარობა გამოვუცხადოთ ამ გენოციდის მსხვერპლებს. მოგეხსენებათ, რომ ხოჯალოს ტრაგედია, როგორც გენოციდი, უკვე აღიარებულია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის საპარლამენტო აქტებით. მათ შორის, ფაქტი, როგორც გენოციდი, აღიარეს ბოსნია და ჰერცოგოვინას, კოლუმბიის, ჩეხეთის, ჰონდურასის, იორდანიის, მექსიკის, პაკისტანის, პანამის, პერუს, რუმინეთისა და სუდანის პარლამენტებმა, აგრეთვე, შეერთებული შტატების ოცი შტატის საკანონმდებლო ორგანომ. კარგი იქნება, თუ ამ გენოციდის გენოციდად აღიარება მოხდება ყველგან, რომ ჩვენს კავკასიის რეგიონში მსგავსი რამ არასდროს განმეორდეს“ - აცხადებს „ბორცალი ირელი საზოგადოებრივი კავშირის“ თავმჯდომარე მოხუბათ იმანოვი.
დღეიდან, უცხოელებს გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა სრულიად ეკრძალებათ
დღეიდან საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)