21:48 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-25 15:51:20, 780 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ სოფელ კაპრეშუმში ახალი სკოლის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში ახალი თანამედროვე სტანდარტების ახალი სკოლის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე ესწრებოდნენ.

ახალი სკოლა ძველ სკოლაზე გაცილებით უკეთეს და მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომ ადგილზე აშენდება, კერძოდ კაპრეშუმის სოციალური სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტის მიხედვით აშენდება ორსართულიანი შენობა, რომელიც ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება. სკოლაში იქნება ცენტრალიზებული გათბობა, სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, ექიმის კაბინეტი, ღია სპორტული მოედანი. სკოლა ასევე ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

სკოლა 300 მოსაწავლეზეა გათვლილი და 2017-2018 წლის სასწავლო წლისთვის დაიწყებს ფუნქციონირებას. წელს კაპრეშუმის სკოლაში 91 მოსწავლე სწავლობს.

სკოლის მშენებლობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების" ფარგლებში ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ ლადა". სამშენებლო სამუშაოების საერთო ღირებულება განისაზღვრა 911 002 ლარით.

2017 წელს სამინისტრო მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში განახორციელებს 5 საჯარო სკოლის მშენებლობა და 27 საჯარო სკოლას ჩაუტარდება სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია, რისთვისაც სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოყოფილია 6 478 000 ლარი.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
ირანმა ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შესახებ განაცხადა და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics