17:34 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-24 14:04:23, 2428 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკში“ ენდრიუ მაქქართის საჯარო ლექცია გაიმართა

„ფინანსური სერვისების მკვეთრი ზრდა, რომელიც მომხმარებელთა კმაყოფილებაზეა ორიენტირებული," - ამ თემაზე თიბისი გალერეაში პროფესორმა ენდრიუ მაქქართიმ საჯარო ლექცია გამართა.  

ლექცია-ვორქშოპს თიბისი ბანკის თანამშრომლები, ბიზნესკლიენტები და თსუ-ს საერთაშორისო ეკონომიკური სკოლის ISET-ის მაგისტრანტები ესწრებოდნენ.

KPMG-ის კვლევების მიხედვით, 2020 წლისთვის მსოფლიოში მობაილბანკის გამოყენება გაორმაგდება და მას 1.8 მილიარდი მომხმარებელი ეყოლება. ასეთი სწრაფი ზრდა ბანკებს უსაზღვრო შესაძლებლობებს აძლევს ინოვაციური მიდგომებისათვის, რათა მოიზიდონ ახალი მომხმარებლები და შეინარჩუნონ არსებული. დისტანციური მომსახურების მოქნილობა, სისწრაფე და განსაკუთრებული აქცენტი მომხმარებელზე, საბანკო-საფინანსო ინდუსტრია მთელს მსოფლიოში დგას ამ გამოწვევების წინაშე.

პროფესორი ანდრიუ მაქქართი არის დიზაინერი, კონსულტანტი და პედაგოგი. მისი აკადემიური განათლება მოიცავს ფილოსოფიას, პოლიტიკურ მეცნიერებებს, მეცნიერების ისტორიასა და მათემატიკას, ასევე ხელოვნებას და დიზაინს.   ენდრიუ მაქქართი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მუშაობდა წამყვან ბრენდებთან არტ-დირექტორის და კრეატიული კონსულტანტის პოზიციაზე. მისი კლიენტები იყვნენ BBVA, Google Spain, Adidas, MTV Productions, Paramount, BP, Dimension Data, Loewe, MetroMadrid, AENA, GE Health Care, Ferrovial, and Scholastic და ბევრი სხვა, ცნობილი მსოფლიო ბრენდი. პროფესორი მაქქართი  კონსულტაციებს უწევდა მულტინაციონალურ ორგანიზაციებს ინოვაციური პროცესების დანერგვის, design thinking-ის, სტატეგიული დაგეგმარებისა და მომხმარებელთა გამოცდილებაზე დაფუძნებული სერვისების დანერგვის კუთხით.

მაქქართი არის  მადრიდის Instituto de Empresa-ს ასოცირებული პროფესორი. ახლახანს ის  IE School of Human Science and Technology-ის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი გახდა.  პროგრამა მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევებს და სერვისებში ინოვაციების დანერგვას ეხება და ის 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყება.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
კალასი: ევროკავშირმა შესაძლოა კვლავ წამოჭრას „ოცნებისა“ და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების საკითხი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics