|
2017-02-23 18:38:05, 1434 ნახვა
საზოგადოება
ირინა სარიშვილი: როგორც მამა გიორგის, ასევე პატრიარქის სიცოცხლეც საფრთხეშია
სამწუხაროდ, როგორც დღეს მამა გიორგის სიცოცხლეა საფრთხეში, იმიტომ, რომ ის დილემის წინაშეა, ან სიცოცხლე უნდა ჩაიგდოს საფრთხეში, ან წავიდეს ამ უმსგავსოებთან რაღაც მოლაპარაკებებზე, ასევე პატრიარქის სიცოცხლეც საფრთხეშია, თუ ის დააპირებს სიმართლის თქმას და ამას მოასწრებს, - ამის შესახებ ირინა სარიშვილმა საპატრიარქოსთან, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც სარიშვილმა აღნიშნა, მამა გიორგი მამალაძე აპირებდა, რომ პატრიარქისთვის ეკლესიაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა. მისივე განცხადებით, შესაძლებელი იყო, რომ გუშინ დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკიდან იმიტომ გადაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომ ის პატრიარქს ვერ შეხვედროდა. "დეკანოზი მამალაძე გახლავთ ერთ-ერთი ის იშვიათი გამონაკლისი, რომელიც არა პიარისთვის, არამედ საქმისთვის აპირებდა იმ სიბინძურეების და უმსგავსობების შეტყობინებას პატრიარქისთვის, რომელიც ჩავთვალოთ, რომ ინფორმირებული არ არის, რაც დღეს საქართველოს ეკლესიაში ხდება. კლინიკაში არსებობდა მექანიზმი, რომ პატრიარქს შეხვედროდა, ის სწორედ იმიტომ იქნა იზოლატორში გადაყვანილი სასწრაფოდ, რომ დღეს მავანთ როგორც ფარისეველთა საბჭოდან, ისე მთავრობისგან, რომელიც არანაკლებ ნაძირლებისგან შედგება, ჰქონოდათ სათქმელი, რომ პატრიარქისა და დეკანოზ მამალაძის შეხვედრა შეუძლებელია. ფაქტია, რომ რაღაც მოხდა ისეთი, რამაც შემსრულებელთა უვარგისობის გამო, ძალიან უხერხულ და სულელურ მდგომარეობაში ჩააყენა დღევანდელი ხელისუფლება, უკვე მერამდენედ, აქედან გამომდინარე, ისინი გამოსავალს ეძებენ", - აღნიშნა ირინა სარიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)