|
2017-02-23 16:09:12, 1225 ნახვა
საზოგადოება
„თავისუფალი ზონის“ წევრებმა აქცია პერფორმანსის სახით რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია გააპროტესტეს
არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის წევრებმა“ რუსთაველის მეტროს წინ აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს. როგორც ისინი ამბობენ, ამ სახით მათ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გააპროტესტეს. „თავისუფალი ზონის“ დამფუძნებლის კობა ხაბაზის თქმით, სურთ, მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენონ, რომ რუსეთი ოკუპანტია. ამასთან, ისინი აფრთხილებენ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში კოლაბორაციონისტულ პოლიტიკას ქადაგებენ: „აქცია-პერფომანსია, რომელიც ასახავს, თუ რას აკეთებს რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში. ბანერზე გამოტანილია- „რუსეთი კლავს“. ეს დიდი ხნის წინ დაწყებულია. ეს არის შეხსენება ყველა ადამიანისათვის, რომ რუსეთი არ არის ჩვენი მოკავშირე, რომ რუსეთი არის მტერი, ოკუპანტი. ეს არის შეხსენება და გაფრთხილება ყველა იმ ადამიანის, რომელიც კოლაბორაციონისტულ პოლიტიკას ქადაგებს საქართველოში. ქართველებმა ერთად უნდა მოვახერხოთ, რომ რუსეთი კავკასიონს მიღმა ჩავკეტოთ და მისი ფეხი აღარ იყოს აქეთა მხარეს საქართველოში“,-განუცხადა კობა ხაბაზმა „ექსპრესნიუსს“. ამასთან, „თავისუფალი ზონის“ თავმჯდომარის ნიკა ჭურაძის თქმით, რუსეთს საქართველოსთვის კარგი არასოდეს გაუკეთებია და მოსახლეობამ ეს უნდა გაიაზროს: „გვინდა, მოსახლეობას ვანახოთ კიდევ ერთხელ, რომ რუსეთი ოკუპანტი და მკვლელია. მას კარგი არაფერი გაუკეთებია ჩვენთვის, გარდა სიკვდილისა“,-აღნიშნა ნიკა ჭურაძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)