|
2017-02-23 15:51:23, 1337 ნახვა
საზოგადოება
იზორია: კონგოში, საქართველოს მოქალაქის დასაცავად ყველაფერს ვაკეთებთ
„კონგოში, საქართველოს მოქალაქის დასაცავად ყველაფერს ვაკეთებთ“,-ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კონგოს რესპუბლიკაში ამბოხებულების მიერ საქართველოს მოქალაქის ტყვედ აყვანასთან დაკავშირებით განაცხადა. მინისტრის განმარტებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო კონგოს მთავრობას ეკონტაქტება და შესაბამისად, ინფორმაციის დეტალურად დამუშავება მიმდინარეობს. „სამწუხაროდ, საქმე გვაქვს ამბოხებულებთან და შესაბამისად, ეს გარკვეულ სპეციფაკასთან არის დაკავშირებული. თუმცა მთავრობა არ იშურებს ძალღონეს,რომ საქართველოს მოქალაქის უფლებები დაცული იყოს,"-აღნიშნა იზორიამ. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა კონგოში ვერტმფრენის ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია, რომლის შედეგადაც მეამბოხეებმა საქართველოს ერთი მოქალაქე დაატყვევეს. ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად, საქართველოს მეორე მოქალაქე დაიჭრა, თუმცა დაჭრილი პიროვნება აღმოსავლეთ კონგოს ქალაქ გომაშია გადაყვანილი, სადაც მას მკურნალობენ. გავრცელებული ინფორმაციით, კონგოს სამხედრო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს, რომლიდან ერთ-ერთსაც საქართველოს მოქალაქე სოსო ოსურაული მართავდა. მეამბოხეებს ტყვედ სწორედ ის ჰყავთ აყვანილი და მის გამოსასყიდ თანხად მილიონ დოლარს ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)