2017-02-22 18:43:57, 2472 ნახვა
სამართალი
გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს
მამა გიორგი მამალაძე ჩაფიძის გულის კლინიკიდან ამწუთებში ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისგტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
ამასთან, ექიმის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მისივე განცხადებით, მკურნალობის შემდგომ გაგრძელების თაობაზე, კლინიკასა და სასჯელაღსრულების დაწესებულებას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან