|
2017-02-22 16:28:51, 1378 ნახვა
საზოგადოება
წმინდა სინოდის წევრებისა და სასულიერო პირების სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებისა და სასულიერო პირების სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება. ამ წუთებში დელეგაციის წევრები შეხვედრებს ნატოს სათაო ოფისში მართავენ. ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრები უკვე შეხვდნენ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის. შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და საზოგადოების ამ პოროცესის შესახებ ინფორმირების კუთხით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩართულობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. “ნება ქართველი ერის ყოველთვის ევროპისკენ სწრაფვა იყო. დაცულობა იმ რეგიონში, სადაც რუსეთმა არაერთხელ მოახდინა აგრესია და ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, ჩვენი ხედვაა, რომ ჩვენი დაცულობა უსაფრთხოების მხრივ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებაა... ის მითები, რომლებიც არსებობს ნატოს შესახებ უნდა დაინგრეს.” - განაცხადა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ. ბელგიაში ვიზიტი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმაც შეაფასა: “ჩვენ აქ ყველანაირად მიღებული ვართ... ისევე, როგორც ჩვენ, მათაც ემსხვრევათ არსებული სტერეოტიპები, აინტერესებთ ვინ ვართ, რა ხალხი ვართ. ჩვენც გვაინტერესებს სად შევდივართ და რა ფასეულობებია იქ. ჩვენი ვიზიტი და ჩვენი წარმომადგენლობა სწორედ ამას ემსახურება.” - აღნიშნა მეუფე ანტონმა. ნატოში შეხვედრები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. სასულიერო პირებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს სახალხო დიპლომატიის საკითხებში კარმენ რომეროს, აშშ-ის, ნიდერლანდების, რუმინეთისა და ბულგარეთის მუდმივ წარმომადგენლებს. დელეგაცია ესტუმრება საქართველოს წარმომადგენლობას ნატოში, მათ ელჩი ალექსანდრე მაისურაძე უმასპინძლებთ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)