|
2017-02-22 12:01:37, 1119 ნახვა
საზოგადოება
ანა დოლიძე ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციაციას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით ასოციაციებთან და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს განაგრძობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანა დოლიძე საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის უჩა სეთურის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის არსებული რედაქციით ამოქმედება პირდაპირ დაემუქრება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების არსებობას სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებები განსაკუთრებით დისკრიმინაციულია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ და მისი შესრულება სცდება ასოციაციის წევრი და არაწევრი მცირე ოპერატორების შესაძლებლობებს. „პროექტში არ არის დაკონკრეტებული თუ რომელი ტიპის და სატელეკომუნიკაციო მომსახურების ავტორიზებულ პირებს შეეხებათ ეს ვალდებულება, იმავე სამაუწყებლო ქსელის უზრუნველყოფაზე ავტორიზებულ პირებს - ე.წ. ტრანზიტულ მაუწყებლებს - ეს ვალდებულება ვერ დაეკისრება, საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ფუნქციებიდან გამომდინარე, და რომც დაეკისროს, ვერ შესრულდება. დაუკონკრეტებელი ვალდებულებები და საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის მინიჭებული ფართო დისკრეცია ზრდის ტექნიკურ და ფინანსურ რისკებს სატელეკომუნიკაციო ბაზრის მოთამაშეებისთვის და არ შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობას და არსებულ მოცემულობებს", - განაცხადა უჩა სეთურმა შეხვედრაზე. მისი განცხადებით, სამწუხაროა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტების პროექტის მომზადების პროცესში არ მოხდა სატელეკომუნიკაციო ბაზრის მოთამაშეების ჩართვა, რომელთა რაოდენობა 150 კომპანიას აჭარბებს და რომელთა დიდი უმეტესობა მცირე და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციაა. აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით ანა დოლიძე უკვე შეხვდა მოძრაობას „ეს შენ გეხება", საქართველოს სახალხო დაცველს, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, მსხვილი მობილური კომპანიების წარმომადგენლებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)