05:42 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 16:08:23, 2246 ნახვა

სამართალი
პროკურატურა მაია რჩეულიშვილისგან გადახდილი გირაოს ოდენობის ქონების ჩამორთმევას ითხოვს

პროკურატურა მაია რჩეულიშვილისგან გადახდილი გირაოს ოდენობის ქონების ჩამორთმევას ითხოვს. აღნიშნული შუამდგომლობა პროკურატურამ  „ცენტრ პოინტის“ საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე დღეს დააყენა.

მაია რჩეულიშვილს, რუსუდან კერვალიშვილსა და „დექსუსის“ ყოფილ დამფუძნებელ ივანე ცაგურიას 250 ათასი ლარის ოდენობით გირაო აქვთ შეფარდებული. სწორედ აღნიშნული ოდენობის ქონების ჩამორთმევას ითხოვს ბრალდება მაია რჩეულიშვილისგან. ქონება ამ დროისთვის დაყადაღებულია.

ცნობისთვის, პროკურატურამ შუამდგომლობის არგუმენტად ახალი ბრალდება დაასახელა, რომელიც მაია რჩეულიშვილს ე.წ. ბათუმის მაგნოლიის ეპიზოდზე აქვს წაყენებული. ჯერ უცნობია, დაკმაყოფილდება თუ არა ეს შუამდგომლობა.

დღეს ამ საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ. როგორც საქმის პროკურორი ამბობს, მოწმეებმა ის გარემოება დაადასტურეს, რომ კომპანიაში არსებული თანხების გადინება უკანონოდ ხდებოდა და სწორედ თანხების არამიზნობრივი ხარჯვის გამო მოხდა ის, რომ „ცენტრ პოინტის“ რამდენიმე ობიექტზე მშენებლობა შეჩერდა. დაცვის მხარე პროკურატურის ამ განმარტებას არ ეთანხმება.

შეგახსენებთ, რომ ამ საქმეზე რამდენიმე წელია სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. ბრალდებულებს გირაო აქვთ შეფარდებული.

ამასთან, დღეს, ე.წ. ბათუმის მაგნოლიის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა. აღნიშნულ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს და გურამ რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხნენ. სხდომას ბრალდებულები არ დაესწრნენ. მაია რჩეულიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics