|
2017-02-21 11:23:39, 1282 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქოში ე.წ ციანიდის საქმესთან დაკავშირებით სასულიერო პირების შეხვედრა მიმდინარეობს
საპატრიარქოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას სხვადასხვა სასულიერო პირები ესწრებიან. ჯერჯერობით უცნობია, განიხილიავენ თუ არა შეხვედრაზე სინოდის კრების მოწვევის საკითხს, თუმცა მთავარი საკითხი ე.წ. ციანიდის საქმეა. შეხვედრას მეუფე პეტრეც ესწრება. მისი თქმით, მთავარია მამა გიორგის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ყველაფერი გაირკვეს. მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავჯდომარე გიორგი თევდორაშვილის განცხადებით, მთელი საქართველო დაინტერესებულია გაირკვეს დეტალები მამა გიორგის დაკავების საქმეზე „ჩვენი ტკივილია მამა გიორგის მდგომარეობა“, - განაცხადა თევდორაშვილმა. შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ცნობისთვის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ახალი ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მამალაძეს ოფიციალურად ბრალი პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაში ედება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)