|
2017-02-21 11:18:25, 1151 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შესაძლოა თამბაქოს მოწევა აიკრძალოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა. ცვლილებების გათვალისწინებით, დახურულ შენობებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონებზე შესაძლოა, თამბაქოს მოწევა აიკრძალოს. ცვლილებების პროექტზე დღეს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი იმსჯელებს. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, თამბაქოს მოწევა სრულად აიკრძალება ნებისმიერ შენობა-ნაგებობაში, გარდა კერძო საცხოვრებელი სახლებისა, თამბაქოს კვამლის შემსწავლელი სპეციალიზირებული ლაბორატორიული დანადგარებისა, ასევე პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისა. ამასთან, დამტკიცების შემთხვევაში მოწევა აიკრძალება ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტის ყველა სახეობაში. მათ შორის, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო და საგანმანათლებლო სააღმზრდელო, ნებისმიერი სხვა სასწავლო დაწესებულების, ასევე ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების როგორც შენობა-ნაგებობებში, ისე მათ ტერიტორიაზე, აგრეთვე 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე და სტადიონებზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)