|
2017-02-21 11:20:12, 1200 ნახვა
საზოგადოება
ციხელაშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიებთან მცხოვრებლები გაზის 200 ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის 200 ლარიანი ბუნებრივი აირის ვაუჩერით უზრუნველყოფის თაობაზე. ამის შესახებ ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა. მისივე განმარტებით, პროექტის საერთო ღირებულება 2 378 800 ლარს შეადგენს, აღრიცხული ოჯახების რაოდენობა კი 11 894-ია. „თქვენ იცით, რომ ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს უწყებათაშორისი დროებითი კომისიის წინა წლის ნოემბრის დადგენილებიდან. ჩვენ წლების განმავლობაში გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრებ ფაქტობრივად ყველა ოჯახს ვეხმარებით გამოსაზამთრებელი ღონისძიებებით, მათ შორის, 200 ლარიანი ვაუჩერით. ამჯერად, აღიცხული ოჯახების რაოდენობა შეადგენს 11 894-ს. წინა წლის ბოლოს თითქმის ყველა სოფლის გაზიფიცირება დასრულდა. არის რამდენიმე გამონაკლისი 728 ოჯახი, რომელთაც ბუნებრივი აირის საფასურის ნაცვლად მიეცემათ ხელზე 200 ლარიანი ვაუჩერი. ამ, პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 2 378 800 ლარს“,- განაცხადა ციხელაშვილმა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)