2015-04-01 14:34:19, 990 ნახვა
ეკონომიკა
PSP- ში ფრანგული კოსმეტიკის დღეები დაიწყო
PSP-ში ფრანგული კოსმეტიკის დღეები დაიწყო. ფრანგული დღეების ფარგლებში PSP მომხმარებელს ფრანგულ კოსმეტიკურ პროდუქციას სპეციალურ ფასად სთავაზობს.
ამას გარდა, მომხმარებელს PSP-ს კონკრეტულ აფთიაქებში საშუალება ექნება ჩაიტაროს კანის ტესტირება, დაადგინოს საკუთარი კანის ტიპი და პირადად მისთვის საჭირო კოსმეტიკა შეარჩიოს, ცალკეული აფთიაქები კი მომხმარებლებს მაკიაჟის უფასო პროცედურებს შესთავაზებენ.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას PSP ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა გოჩა გიგილაშვილმა განაცხადა, PSP-ში ექსკლუზიურად წარმოდგენილია ათზე მეტი ცნობილი ფრანგული ბრენდი.
„როგორც მოგეხსენებათ PSP უკვე 20 წელზე მეტია ზრუნავს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ვიყოთ ინოვაციური. დღეს ჩვენს ქსელში ექსკლუზიურად წარმოდგენილია ათზე მეტი ცნობილი ფარნგული კოსმეტიკური ბრენდი: ბიოდერმა, კოდალი, ესტერმი, ურიაჟი, ჯინო, ლა პეტიტ ოლივია და სხვები. დღეს ყველა მომხმარებელს იგივე პროდუქტის შეძენა შეუძლიათ, რასაც შეიძენენ ფრანგი და სხვა ევროპელი ქალბატონები. მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთი დამატებითი კომფორტი შევუქმენით ჩვენს ერთგულ მომხარებელს. ფრანგული კოსმეტიკის დღეებს PSP-ში სისტემატური ხასიათი ექნება და ყოველი თვის პირველიდან შვიდ რიცხვამდე გაიმართება“,-დასძინა გოჩა გიგილაშვილმა.
ამასთან, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში რენო სალენსმა აღნიშნულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ საფრანგეთის მზარდი მონაწილეობა ქართულ ეკონომიკაში საფრანგეთისა და საქართველოს შორის დაახლოებასა და სავაჭრო განვითარებას უწყობს ხელს.
ღონისძიება საფრანგეთის ელჩმა საქართველოში რენო სალესმა და PSP-ს გენერალურმა დირექტორმა გოჩა გიგილაშვილმა გახსნეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან