05:37 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-20 18:32:44, 1229 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძე ტრეფიკინგის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაში ჩაერთო

დღეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლისა და ტრეფიკინგზე მოთხოვნის შემცირების საინფორმაციო კამპანიის გახსნის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ჩაერთო.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფომაციით, რეგიონის პირველმა პირმა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე გამართულ სპეციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან სარაჯიშვილი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოწვეულ სტუმრებსა და დამსწრე საზოგადოებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მიესალმა. „ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის. ყოვლად დაუშვებელია ადმიანებით ვაჭრობა. დღეს ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. ეს არის პრევენციული ღონისძიება, რომელშიც მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული ჩვენი მოსახლეობა და ამაღლდეს ცნობიერება. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი თითოეულმა მოქალაქემ იმისათვის, რომ აღვკვეთოთ მსგავსი დანაშაული. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, სახელმწიფო სამსახურებს, არასამთავრობოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველას, ვინც ჩართულია ამ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, პროგრამებით და ბრძოლით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მინიმალური იყოს ტრეგფიკინგის შემხვევები ჩვენს რეგიონში, გამოსწორდეს მდგომარეობა ამ მხრივს. 21-ე საუკუნეა და ჩვენ გვჭირდება უსაფრთხო გარემო. ჩვენ გვაქვს პრეტენზია და რეალურად ვითვლებით ერთერთ ყველაზე უსაფრთხო რეგიონად მსოფლიოში და ეს ტენდენცია, რა თქმა უნდა შესანარჩუნებელია" - განაცხადა რეგიონის პირველმა პირმა.

აღნიშნული ღონისძიება არის პროექტის „ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურებაზე მოთხოვნის შემცირება" ნაწილი. პროექტი ფინანსდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიუროს (INL) მიერ და ხორციელდება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics