|
2017-02-20 14:14:37, 1159 ნახვა
საზოგადოება
„პატრიოტთა ალიანსი“ საპატრიარქოსთვის სახელმწიფო დაფინანსების გაზრდას ითხოვს
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" საპატრიარქოსთვის სახელმწიფო დაფინანსების გაზრდას ითხოვს, - ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. პარტიის ლიდერები მიიჩნევენ, რომ სწორედ დაფინანსების გამო საპატრიარქო დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. დავით თარხან-მოურავის განცხადებით, სახელმწიფო კონფესიებს ისევე უნდა აფინანსებდეს, როგორც ბიუჯეტიდან მოსახლეობის სხვადასხვა საჭიროებები ფინანსდება. "ბიუჯეტი პროპორციულად უნდა აფინანსებდეს კომპესიებს და მართმადიდებელ ეკლესიებს პირველ რიგში. ჩვენი აზრით, ბიუჯეტის ნახევარი პროცენტი უნდა მიდიოდეს მართმადიდებელი ეკლესიის დაფინანსებაზე და მან 30 მლნ ლარზე მეტი უნდა შეადგინოს", - განაცხადა თარხან-მოურავმა. ამასთან, პატრიის კიდევ ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა წარმოადგინა დოკუმენტი, რომელშიც ინაშვილის განმარტებით, საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების შესახებ გეგმაა გაწერილი. "ეკლესიის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში და ის დღესაც გრძელდება. დღეს არის მცდელობა, რომ დიდი განხეთქილება მოხდეს ეკლესიაში", - აღნიშნა ირმა ინაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების წესის შეცვლა "რესპუბლიკურმა პარტიამ" მოითხოვა. „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებმა ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ განაცხადეს, რომ ეკლესია ყველა ხელისუფლების დროს მატერიალურ ხელშეწყობას იღებდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)