|
2015-04-01 14:04:25, 1611 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციაზე უარი განაცხადა
უკრაინის გენერალური პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოსცემს. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. „უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს მთავარი პროკურატურის ექსტრადიციის მოთხოვნილების შემოწმება დაასრულა. საქართველო მიხეილ სააკაშვილის გადმოცემას მისი სისხლის სამართლებრივი დევნისთვის იმ დანაშაულებებისთვის ითხოვდა, რომელიც მან, თითქოსდა მისი პრეზიდენტობის პერიოდში ჩაიდინა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სააკაშვილის გადმოცემის მოთხოვნა საქართველოს კომპეტენტურმა ორგანოებმა მისი პოლიტიკური დევნისთვის მოითხოვეს, რაც ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებებსი 1950 წლის კონვენციას ეწინააღმდეგება. ასეთ ვითარებაში უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ საააკშვილის ექსტრადიციაზე ქართველ კოლეგებს უარი უთხრა“, - ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკრაინულ მხარეს ექსპრეზიდენტის ექსტრადირების თხოვნით 17 თებევრალს მიმართა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)