|
2017-02-20 11:03:27, 1360 ნახვა
საზოგადოება
დეკანოზ გიორგი მამალაძეს ახალი ადვოკატი ჰყავს
მკვლელობის მომზადების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ახალი ადვოკატი დაენიშნა. ადვოკატ გიორგი ფანცულაიასთან ერთად ბრალდებული დეკანოზის უფლებებს მიხეილ რამიშვილი დაიცავს. რამიშვილს მამა გიორგის უფლებების დაცვის თხოვნით დეკანოზის ოჯახი დაუკავშირდა. ადვოკატმა მამა გიორგი უკვე გაიცნო და საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე დღეს პირველად ისაუბრებენ. შეხვედრა ჩაფიძის სახელობის კლინიკაში დღის მეორე ნახევარში შედგება. შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)