03:07 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-18 21:42:54, 2175 ნახვა

სამართალი
მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე: შეიძლება ყოფილიყო ერთი ან რამდენიმე პირის მკვლელობა

აქ შეიძლება ყოფილიყო ერთი პირის მკვლელობა ან რამდენიმე პირის, - ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილე მამუკა ვასაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, თუ ვისი მკვლელობა იგეგმებოდა და დეტალების გაჟღერებისგან, პროკურატურა ამ ეტაპზე თავს იკავებს, საქმეში მონაწილე პირების უსაფრთხოებისა და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

სასულიერი პირის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით, მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც შესაძლოა გამოძიებას ხელი შეუშალოს პროკურატურა თავს იკავებს. 

"ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. მის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა და შესაბამისად, ეს გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი. გამოძიებამ დაადგინა, რომ შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, მართლაც იგეგმებოდა ერთ-ერთი პირის მკვლელობა. აქ შეიძლება ყოფილიყო ერთი პირის მკვლელობა ან რამდენიმე პირის. ერთი პირი იდენტიფიცირებულია და მითითებულია შესაბამის დოკუმენტებში, რომლის ვინაობაზეც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ვისაუბრებ.

მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ გამოძიების, მათ შორის პროკურატურის მიერ გატარებული შესაბამისი ღონისძიებებით, თავიდან იქნა აცილებული ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, მკვლელობა. საფრთხე, რომელიც მომდინარეობდა ბრალდებულ გიორგი მამალაძისგან თავიდან იქნა აცილებული. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს და ამ ეტაპზე ვერსიების დასახელება ხელის შემშლელი იქნება გამოძიებისთვის. გამოძების ეტაპზე შესაძლოა გამოჩნდეს მრავალი მტკიცებულება, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ამა თუ იმ ვერსიის დასადასტურებლად“, - განაცხადა პროკურორის პირველმა მოადგილემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics