|
2017-02-18 16:37:53, 1306 ნახვა
საზოგადოება
წყნეთის გამგეობაში წიგნის „მომავლისათვის მარადისობაში“ პრეზენტაცია გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივით, აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად წიგნი „მომავლისათვის მარადისობაში“ გამოიცა. მასში მოცემულია აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრების ბიოგრაფიები. წიგნის პრეზენტაცია დღეს დაბა წყნეთის გამგეობის შენობაში გაიმართა.პრეზენტაციის შემდეგ წიგნები გადაეცათ იქ მოწვეულ აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ შამუგია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)