|
2017-02-18 10:36:48, 1380 ნახვა
საზოგადოება
ექიმი - დეკანოზი გიორგი მამალაძე გონების დაკარგვის დიაგნოზით შემოიყვანეს
ჩაფიძის გულის ცენტრის სამედიცინო დირექტორის ზაზა ლაზარაშვილის განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაში გონების დაკარგვის დიაგნოზით შეიყვანეს. როგორც ლაზარაშვილმა განაცხადა, პაციენტის თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს არ არის გონების დაკარგვის პირველი შემთხვევა. მისივე ინფორმაციით, პაციენტზე დაკვირვება დინამიკაში მიმდინარეობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შემდეგი ინფორმაცია დღის 12:00 საათზე გავრცელდება. ლაზარაშვილი თქმით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბლურია და ის კონტაქტურია. ცნობისთვის, დეკანოზი ე.წ. მატროსოვის ციხიდან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში რამდენიმე საათის წინ გადაიყვანეს. შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)