04:12 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-18 01:15:13, 1290 ნახვა

საზოგადოება
წყნეთის გამგეობაში წიგნის „მომავლისათვის მარადისობაში“ პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთისმეომართაკავშირის ინიციატივით აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად გამოიცა წიგნი „მომავლისათვის მარადისობაში“.

მასში მოცემულია აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრების ბიოგრაფიები. წიგნის პრეზენტაცია დღეს დაბა წყნეთის გამგეობის შენობაში გაიმართა.პრეზენტაციის შემდეგ წიგნები გადაეცათ იქ მოწვეულ აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს.


პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ შამუგია.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics