|
2017-02-17 15:24:13, 1245 ნახვა
საზოგადოება
არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის სამოქალაქო ჩართულობის თემაზე ტრენინგი ჩატარდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი” ბენეფიციარების საჭიროებებზე მორგებულ პროექტებს განაგრძობს. სამოქალაქო ჩართულობისა და მოხალისეობრივი უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ჩატარებულ ტრენინგს 20 მოზარდი დაესწრო. პროექტი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს მხარდაჭერით „მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის“ (FLEX) კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. „დანაშაულის პრევენციის ცენტრთან“ თანამშრომლობით, ტრენინგებს არასამთავრობო ორგანიზაცია - „ჰელფინგ ჰენდის“ მოხალისე ტრენერები უძღვებოდნენ. ცნობისთვის, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციაზე მუშაობს. ცენტრში სხვადასხვა კულტურული თუ სპორტული აქტივობები, სამიზნე ჯგუფის საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები იმართება. განსაკუთრებული ყურადღება განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, ყოფილ პატიმრებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, განრიდება-მედიაციის პროგრამის მოზარდ ბენეფიციარებს ეთმობა.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)