02:53 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-17 15:20:24, 948 ნახვა

საზოგადოება
ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელი MIT-ში ჩარიცხულ ქართველ სტუდენტს შეხვდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე ტექნოპარკში ელენე მაჩაიძეს შეხვდა, რომელიც პირველი ქართველი გოგონაა, ვინც აშშ-ს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სრული გრანტი მოიპოვა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, ავთანდილ კასრაძემ ელენე მაჩაიძეს აღნიშნული წარმატება მიულოცა და რჩევები ინოვაციების სფეროში თანამედროვე ტენდენციების განხრით მისცა. 

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მუდმივ კოორდინაციაშია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან (MIT). 

სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს მათთან და იზიარებს უნივერსიტეტის უდიდეს გამოცდილებას ტექნოლოგიების მიმართულებით. ტექნოპარკს არაერთხელ ესტუმრნენ სხვადასხვა მიმართულების პროფესორები და სპეციალისტები . 

აღნიშნული კავშირები საშუალებას იძლევა MIT-ის ქართველ სტუდენტებს დახმარება გაუწიოს. სააგენტო სხვადასხვა ინსტრუმენტებით ხელს შეუწყობს ნებისმიერ წარმატებულ ახალგაზრდას, რომელიც მასაჩუსეტსის სტუდენტთა სიებში ჩაირიცხება. 

ცნობისთვის, ელენე მაჩაიძემ კომაროვის სკოლა 2 წლის წინ დაამთავრა, რის შემდეგაც მთელი დრო გამოცდებისათვის მომზადებას დაუთმო. ელენეს განათლება 60 000 დოლარამდე ჯდება და მთლიან ხარჯს ამერიკული უნივერსიტეტი ფარავს.  ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც ქართველი  მოსწავლე მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში ირიცხება. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო კი მაქსიმალურად შეუწყობს მათ ხელს თავიანთი მიზნების მიღწევასა და MIT-ში წარმატებულ მოღვაწეობაში

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი მსოფლიოს  წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში. ინსტიტუტი ცნობილია სხვა სფეროებითაც, მათ შორის, მენეჯმენტის, ეკონომიკის, ლინგვისტიკის, ფილოსოფიის მიმართულებით.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics