|
2017-02-17 14:06:24, 1132 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემები „რეალური სივრცე“ და „წითელი ზონა“ სავარაუდოდ დაიხურება
საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წევრმა გიორგი გვიმრაძემ სამეურვეო საბჭოს გადაცემების დახურვისა და ბადეში დატოვების სავარაუდო გეგმა წარუდგინა. გიორგი გვიმრაძის თქმით, 6 თებერვალს, მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილი გეგმა, რომელიც ყველა გადაცემის შეჩერებას ითვალისწინებდა, მიზნის მისაღწევად გადადგმული მყისიერი ნაბიჯი იყო. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გეგმის თანახმად, "რეალური სივრცე", "წითელი ზონა" და კიდევ ათობით გადაცემა, რომელიც წითელ ველში მოხვდა, სავარაუდოდ დაიხურება, მწვანე და ყვითელ ზონაში მითითებული გადაცემები კი დარჩება. საზოგადოებრივი მაუწყებლოს მენეჯმენტი გადაცემების სამ კატეგორიად დაყოფას გეგმავს: გადაცემები, რომელიც იზიდავს მაყურებელს. ასეთი გადაცემების რეიტინგი არხის საშუალო რეიტინგზე მაღალია; გადაცემები, რომლის რეიტინგიც არხის საშუალო რეიტინგის ტოლია და გადაცემები, რომლის საშუალო რეიტინგიც დაბალია და იწყებს მაყურებლის მიგრაციას. გადაცემების დახურვა სავარაუდოდ სწორედ ამ სქემის მიხედვით მოხდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)