|
2017-02-17 09:42:07, 1052 ნახვა
საზოგადოება
მამუკა ახვლედიანს მოსამართლის წინაშე მოწმის სტატუსით დღეს დაკითხავენ
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მოსამართლის წინაშე მოწმის სტატუსით დღეს დაიკითხება. სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რის საფუძველზეც მამუკა ახვლედიანს მოსამართლის წინაშე 13:00 საათზე დაკითხავენ. საქმე ეხება შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში მიმდინარე გამოძიებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე. სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს, თუმცა აცხადებს, რომ დღეს დაკითხვაზე გამოცხადდება. ახვლედიანის თქმით, ჩანაწერი დამონტაჟებულია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)